დედამიწა არის რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს

ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, გარემოს უსაფრთხოება არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი. პროექტის წინასამშენებლო ფაზაში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნა. პროექტის გუნდისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დახარჯულ იქნა მნიშვნელოვანი დრო, ენერგია და რესურსი, რათა განხორციელებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შესაბამისი შემამსუბუქებელი ღონისძიებების გაწერა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ შპს „გამმა კონსალტინგ”-მა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარედგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ოქტომბერში.

პროექტის გარემოსდაცვითი ნებართვა მიღებულ იქნა 2020 წლის მარტში

იხილეთ გზშ-ს ანგარიში