დედამიწის საერთაშორისო დღე ახალქალაქში ხეების დარგვის აქციით აღინიშნა

ახალქალაქი, საქართველო, 22 აპრილი, 2021წ.

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ამ თარიღს, საქართველოში ოფიციალურად 1990 წლიდან გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნავენ.

2021 წლის 22 აპრილს, ახალქალქის საკრებულოს წევრებმა, მისი თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით და ახალქალაქი ჰესის დეველპერი კომპანიის შპს „აისის“ თანამშრომლებმა, ხეების დარგვის აქცია გამართეს.

დღეს, 240 ფიჭვის, ნაძვისა და ტუიას ნერგები ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ახალქალაქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში და ახალქალაქი  - კარწახის საავტომობილო  გზის გასწვრივ არსებულ პერიმეტრზე დაირგო. კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების ფარგლებში,  ნერგები, შპს „აისიმა“, ასპინძის სანერგეში შეიძინა.

„ახალქალაქის ჰესის სამშენებლო სამუშაოები ახალი დაწყებულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე, ჩართულნი ვართ  მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, აქ მცხოვრებ ადამიანებზე, ვცდილობთ სოციალური პროექტებით ხელი შევუწყოთ ჰესის მიმდებარედ არსებული სოფლების განვითარებას და ეკონომიკურ გაჯანსაღებას.  საკრებულოს ეგიდით, ხეების დარგვის აქცია ყოველწლიურად ტარდებოდა.  წელს კი, ამ ტრადიციას ახალქალაქის ჰესის გუნდიც შეუერთდა. დღევანდელი აქცია მხოლოდ ნაწილია იმ გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტებისა, რომლის განხორციელებასაც კომპანია გეგმავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა ახალქალაქი ჰესის პროექტის ხელმძღვანელმა,  ლაშა მგელაძემ.

P4220035.jpgP4220035.jpg
P4220079.jpgP4220079.jpg
P4220025.jpgP4220025.jpg