ამერიკული, ისლანდიური და ქართული ერთობლივი ინვესტიცია

პროექტის ისტორია

შპს „აისი“ წარმოადგენს „ახალქალაქის ჰესი“-ს პროექტის განხორციელებისათვის დაარსებულ კომპანიას, რომლის თანამფლობელები არიან: შპს სისიიეიჩ ჰაიდრო IV (CCEH Hydro IV LLC), LVP Co LLC და შპს ჰიდრო ენერჯი. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ამ კომპანიების შესახებ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ინვესტირებას ახორციელებს ექსკლუზიურად საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველო გადაიქცეს „სუფთა ენერგიის“ კერად კავკასიის რეგიონში. კაპიტალის უზრუნველყოფის გარდა, CCEH-ი დამატებით მნიშვნელოვან არაფინანსურ დახმარებას უწევს მისი პორტფელის ქვეშ არსებულ კომპანიებს. CCEH-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მენეჯმენტის გუნდებთან და უზრუნველყოფს ფინანსურ, ოპერაციულ, ტექნიკურ, მენეჯერიალურ, გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების მართვაში მხარდაჭერას, ხანგრძლივი წარმატების უზრუნველსაყოფად.

შპს „LVP Co“ წარმოადგენს „Landsvirkjun Power“- სა და „Verkís“-ის საკუთრებას. „Landsvirkjun Power“ (”LVP”) არის ისლანდიის ეროვნული ენერგოკომპანიის „Landsvirkjun“-ის სრულუფლებიანი შვილობილი კომპანია. LVP დაარსდა 2007 წელს, საკონსულტაციო მომსახურების, ჰიდრო და გეოთერმული ენერგიის საერთაშორისო პროექტების შემუშავების მიზნით. „Landsvirkjun“-ს ფლობს ისლანდიის სახელმწიფო და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას 100%-ით განახლებადი ენერგიის რესურსებიდან: ჰიდრო, გეოთერმული და ქარის ენერგია. „Landsvirkjun“ არის ქვეყნის უდიდესი ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს. ის ფლობს და ოპერირებას უწევს 15 ჰიდრო და 3 გეოთერმულ ელექტროსადგურს ისლანდიაში, დაახლოებით 2,200 მვტ დადგმული სიმძლავრით.

„Verkís“-ი დაარსდა 1932 წელს, იგი გახლავთ ყველაზე ძველი საკონსულტაციო ფირმა ისლანდიაში. ახლა „Verkís“-ი მუშაობს როგორც წამყვანი მრავალფუნქციური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში. 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური, მრავალენოვანი და კომპეტენტური პერსონალით, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის ექსპერტებით, რომლებიც პრაქტიკას გადიან მთელ მსოფლიოში, „Verkís“-ი უზრუნველყოფს ტექნიკურ მომსახურებას პროექტის განვითარებიდან დასრულების ეტაპამდე. „ახალქალაქის ჰესი“ დაპროექტებულია „Verkís“-ის მიერ.

შპს „ჰიდრო ენერჯი“, წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს, „ახალქალაქი ჰესი“-ს პროექტის განვითარების მიზნით. კომპანიის მფლობელები არიან საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში. შპს „აისი“-ს დაფუძნების შემდეგ, შპს „ჰიდრო ენერჯი“-ის მემორანდუმი ოფიციალურად გადაეცა შპს „აისი“-ს, „ახალქალაქი ჰესი“-ს პროექტის განვითარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით.